ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ ქალაქში არსებულ დღის ცენტრებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ქალაქის მერი , სპეციალური საჭიროების მქონე დღის ცენტრებს „ნაიოს“, „ ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ და „ღია სახლს“ სტუმრობდა, სადაც ბავშვებს და მათ მშობლებს შეხვდა. დღის ცენტრების ბენეფიციარებს მერმა ტკბილეული მიუტანა.
"ჩვენ ყველა დღის ცენტრს ვსტუმრობდით ეტაპობრივად. მივულოცეთ მათ ბავშვთა საერთაშორისო დღე. ადგილობრივი თვითმმართველობა მთლიანად აფინანსებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების პროგრამებს, რომლის საშუალებითაც ისინი სხვადასხვა დღის ცენტრებში იღებენ მომსახურებას. მსგავსი პროგრამების დაფინანსება მომავალ წელსაც გაგრძელდება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.