ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს წევრი ვლასი გარდაფხაძე ქუთაისის ფრენბურთის სკოლას ესტუმრნენ და ფრენბურთელ გოგონებსა და ვაჟებს სპორტული ფორმები გადასცეს.
"ქუთაისში ფრენბურთს დიდი ტრადიციები აქვს და ჩვენს ფრენბურთელებს არაერთი წარმატება მოუპოვებიათ. საბედნიეროდ, ეს ტრადიციები გრძელდება და ადგილობრივი თვითმმართველობა, ფრენბურთის ფედერაციასთან ერთად , ვცდილობთ, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს სპორტსმენებს. ამჯერად, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი სპორტული ფორმები გადავეცით. წარმატებებს ვუსურვებ მათ სპორტულ სარბიელზე!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.