წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 20 ივნისიდან 30 ივნისამდე დაიკეტება წერეთლის ქუჩა , ბალახვნის ცენტრიდან მანდარიას ქუჩის კვეთამდე (მე-12 საჯარო სკოლა).
მოძრაობა შეეზღუდებათ ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის M2 კატეგორის #1 მარჯვენა ,#1 მარცხენა , #23, # 28 და # 15 მიკროავტობუსებს და M3 კატეგორიის #1 მარცხენა და #1 მარჯვენა მუნიციპალურ ავტობუსებს.
მოსახლეობის შეუფერხებელი სატრანსპორტო მომსახურებისთვის, სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ აღმაშენებლის გამზირზე (100 საფეხურიანი კიბეების მიმართულებით) და ლუკა ასათიანის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან მანდარიას ქუჩას.