ქუთაისის მერიის ინიციატივით, მიმდინარე წელს იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, ოთხ სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადება დაუფინანსდა.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს აბიტურიენტებს და მათ პედაგოგებს შეხვდა. მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს ქალაქის მერს ამ თანადგომისთვის. ამ პროექტით სულ 15-მა აბიტურიენტმა ისარგებლა.
„ ვფიქრობ, რომ მართებული გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა ამ იდეას ფინანსურადაც დავუჭირეთ მხარი. დარწმუნებული ვარ, ეს აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. აღნიშნულ პროექტს კი, ჩვენ მომავალ წელსაც გავაგრძელებთ. “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტში კერძო სკოლები : ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“, „მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა“, სასწავლო ცენტი „მერმისი“, შპს #1 სკოლა და „ინტელექტი“ მონაწილეობდნენ.