ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აბაშიძის ქუჩის დასაწყისიდან ჟიული შარტავას ქუჩის კვეთამდე წესრიგდება გზის საფეხმავლო ნაწილი, იგება დეკორატიული ფილები. სამუშაოებისთვის 148 726 ლარია განსაზღვრული და სექტემბერში დასრულდება.
ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილემ იუზა უგლავამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა მოინახულეს.
ტროტუარების რეაბილიტაციაზე შპს „ჯთბ გოლდენ ეიჯი“ მუშაობს.