ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა კონსტანტინე გამსახურდიას მე-14 ჩიხში მიმდინარე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
გზაზე კეთდება ასფალტო- ბეტონის საფარი, მოწესრიგდება ფეხით სავალი ნაწილი. სამუშაოებისთვის 168000 ლარია გამოყოფილი .
" ვაგრძელებთ ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაო პროცესების გაცნობას. გამსახურდიას მე-14 ჩიხში გზის კაპიტალური საფარი კეთდება. უნდა აღინიშნოს, რომ ქუჩის ამ მონაკვეთზე გზა არასდროს გაკეთებულა. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნება".- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
კონსტანტინე გამსახურდიას მე-14 ჩიხში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "ლომი " ასრულებს.