დღეს ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო პროცესის დაწყებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში გაეცნო.
„მინდა ყველა აბიტურიენტს დღევანდელი დღე მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. მჯერა ყველა შეაღებს იმ უმაღლესი სასწავლებლის კარს, რომელიც მათი სურვილისამებრ პრიორიტეტულად აღნიშნული აქვს საგამოცდო ფურცელში“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისში ერთიანი ევროვნული გამოცდების სამი ცენტრი ფუნქციონირებს.