ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 43-ე სხდომა გამართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 10 საკითხი დაამრკიცეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით:
ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის №100 დადგენილებაში.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილება შევიდა ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ივნისის №216 დადგენილებაში. ცვლილების თანახმად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა დადგენილებაში მოცემული ტერმინების დაზუსტება და ამოღებულ იქნა N3 დანართი.
ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის Nº67 განკარგულებაში. დადგენილება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცებას ითვალისწინებს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პარკინგსერვისს მიეცა უფლება დაკისრებული დავალიანების გადახდა მოახდინოს 2021 წელს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პარკინგსერვისს შორის 2015 წლის 6 ოქტომბერს გაფორმებული №28 საიჯარო ხელშეკრულებით.
საქართველოს საპატრიარქოს პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაეცა ქ. ქუთაისში დადიანის ქუჩის N59-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ფართობით 2 128,0 კვ.მ, საკადასტრო კოდი 03.05.25.264), მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად.
ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე არასამეწარმეო,(არაკომერციული) იურდიული პირს, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას უფლება მიეცა დაზიანებული ლიტერატურის მაკულატურად ჩამოწერის და გასხვისების თაობაზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კომპაუდს; შორის 2021 წლის 19 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №58 ხელშეკრულების საფუძველზე, საწყისი წლიური საიჯარო ქირად 131 000,0 (ას ოცდათერთმეტი ათასი) ლარი განისაზღვრა.
ტექნიკური სახის ცვლილება შევიდა საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №381 განკარგულებაში.
შპს ვესტ პოინტს (შემდეგში მოიჯარე) საიჯარო ხელშეკრულება №10-ის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით, 10 (ათი) წლის ვადით, გადაეცა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ: ქალაქ ქეთაისში, ირ. აბაშიძის გამზირის გზის მარჯვეწა მხარეს მდებარე სკვერის ნაწილი (ფართობი: 105.00 კვ.მ; 277.00 კვ.მ და 371.00 კვ.მ. სულ 753.00 კვ.მ. საკადასტრო კოდით: 03.01.22.182). მის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან მისასვლელი გზის მოწყობის მიზნით.
მოწონებულ იქნა საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტე კონკურსზე წარსადგენი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურის განვითარების 2020-2022 წლების საპროექტო იდეების/წინადადებები.