ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე, ოთარ ლორთქიფანიძემ მიიღო.
შეხვედრა პროექტის ფარგლებში გაიმართა რომლის სახელწოდებაცაა მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცება საქართველოში ადგილობრივ დონეზე. საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრის მთავარ თემებს, ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება, ცალკეული ჯგუფების უფლებების დაცვა და კონკრეტული ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.