ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი გადასახური მასალების მოსახლეობისთვის გადაცემის პროცესს დაესწრო.
ქუთაისის მერია სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, რომელიც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის გადასახური მასალების შესყიდვა-გადაცემას გულისხმობს. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოსახლეობისთვის უფასოა მერიამ 20 000 კვადრატული მეტრი რუბეროიდი, ე.წ. „ტოლი“, ასევე 7 400 კვადრატული მეტრი თუნუქის გოფრირებული და ფურცლოვანი გადასახური მასალები შეიძინა.
„დღეს ჩვენ ამხანაგობებს ის საშენი და გადასახური მასალები მივუტანეთ, რომელიც სხვადასხვა დროს დავპირდით. უამრავი თანადაფინანსების პროექტი გვაქვს ბინის ამხანაგობებისთვის, ეს პროგრამა კი, რომელიც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის გადასახური მასალების შესყიდვა-გადაცემას გულისხმობს სრულიად უფასოა“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროგრამის „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის გადასახური მასალების შესყიდვა-გადაცემის“ ფარგლებში დღეს გადასახური მასალები 70-მა ბინის ამხანაგობამ მიიღო.