მაჟორიტარმა დეპუტატმა ფოთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ფოთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები კახიანაურისმაჟორიტარმა დეპუტატმა, ელეონორა არჩაიამ მერის წარმომადგენელთან, ია შენგელიასთან ერთად დაათვალიერა.
ფოთის ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს გზის საფარის, ტროტუარების და ღვარსადენი სისტემის რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში ასევე წესრიგდება ფოთის ქუჩაზე არსებული ღელე, რომელიც უხვინალექისას ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და მისი ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.სამუშაოებს შპს "გზამშენი XXI" აწარმოებს.
ელეონორა არჩაიამ დღესვე წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა.