დღეს ქუთაისში, ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა. ტურნირის წლევანდელი მასპინძელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია.
საზეიმო გახსნა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში შედგა, რომელსაც ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და ფონდ ,,ქართუს" პროექტების დირექტორი, ვახტანგ ცაგარელი ესწრებოდნენ.
ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონიის შემდეგ, გუნდები უკვე ასპარეზობას უნივერსიტეტის კამპუსში გააგრძელებენ.
წელს, ტურნირში 27- ქვეყნის ეროვნული ნაკრები იღებს მონაწილეობას და აქედან 15 ქვეყნის გუნდი ქუთაისს ეწვია. დანარჩენი გუნდები კი ონლაინ რეჟიმში ჩაერთვებიან ტურნირში.