კონკურსის მიზანი - კოტე მესხის ძეგლის ესკიზისა და სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საუკეთესო საკონკურსო წინადადების შერჩევა;
საკონკურსო წინადადების ფასი - 3000 ლარი
ქანდაკების დამზადებისა და განთავსების ღირებულება - არ უნდა აღემატებოდეს 110000 ლარს
საკონკურსო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: ძეგლის ესკიზის 20 სმ - 45 სმ ზომის მაკეტის სახით, რომელიც დამზადებული უნდა იყოს მყარი მასალისაგან და ისე უნდა იყოს შეფუთული რომ დაცული იყოს დაზიანებისაგან.
მაკეტს თან უნდა ახლდეს სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2 ეგზემპლარად ( ელ. ვერსია excel ფორმატში ) ავტორის მიერ ესკიზის წერილობითი ახსნა-დასაბუთება და ასევე ძეგლის განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ძეგლის განშლის ამსახველი ფოტომასალა, მასშტაბის მითითებით (ფოტომონტაჟი) გადმოგზავნილი უნდა იყოს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@kutaisi.gov.ge
წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2021 წლის 15 აგვისტო
საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ადგილი - ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (რუსთაველის #3)
მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) პარამეტრები
ქანდაკება: ჩამოსხმული თითბერში (ბრინჯაო), ზომებში არაუმეტეს 1,3 ნატურისა;
პიედესტალი (საჭიროების შემთხვევაში): ქვის, გრანიტი
ძეგლისა და პიედესტალი მასალა: განთავსების ადგილზე არსებული ტერიტორიის აგროდიზაინის გათვალისწინებით;
საძირკველი: შესაბამისი გამოთვლებით, ძეგლის ზომების გათვალისწინებით;
ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული უნდა იყოს განათება-მინათების საშუალებები ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
აღნიშნული ძეგლი უნდა იყოს (აკადემიური ხასიათის) სივრცეში თავსებადი, იერსახე თემატურად უნდა პასუხობდეს კოტე მესხის ხასიათს და ბიოგრაფიას.
ძეგლის დამზადებისა განთავსების ვადა წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეს;
საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი შეფასების კრიტერიუმები
ძირითადი კრიტერიუმი - ძეგლის ვიზუალური (აკადემიური) მხარე
დამატებითი კრიტერიუმი - ძეგლის დამზადებისა და განთავსების ღირებულება
შენიშვნა:შეფასებისას კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს ორივე კრიტერიუმს 10 ბალიანი სისტემით, ხოლო ყოველი კონკრეტული ესკიზის საბოლოო შეფასება განისაზღვრება კომისიის წევრების მიერ თითოეული კრიტერიუმისთვის მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლების შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების კოეფიციენტზე ნამრავლის ჯამური მაჩვენებლით.
• შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონის კოეფიციენტები:
ა)ძირითადი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.7
ბ)დამატებითი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.3