ქუთაისში ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის რეზო გაბრიაძის ხსოვნის საღამო მოეწყო. რეზო გაბრიაძის ხსოვნასთან დაკავშირებით თეთრ ხიდზე თეატრალური სანახაობა „ჰაერის ერთი მოძრაობა“ გაიმართა.
პერფორმანსის შემდეგ დამსწრეებსა და ისტორიულ უბანში გამვლელებს საშუალება ქონდათ კინო-ფილმ „შერეკილებიდან“ გაბრიაძისეული ე.წ. „ცათმფრენის“ გადაფრენა ეხილათ.
ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო წმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე დაესწრნენ.
„ქუთაისი არასოდეს დაივიწყებს გენიალურ ქართველს, ჩვენს საამაყო თანაქალაქელს რეზო გაბრიაძეს. მან მისი ნაწარმოებებით და მთლიანად შემოქმედებით ძეგლი დაუდგა ქუთაისს. ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით მისი“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.