ქუთაისში ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკაში საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.
სპეციალურად გახსნილ 9 კაბინეტში მოქალაქეები ყველა რეგულაციისა და წესის დაცვᲘთ იცრებიან. საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში დღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ.
დღესვე ო. ჩხობაძის კლინიკაში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე აიცრა.
აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება (,,სინოფარმი“ ,,სინოვაკი“)