ქუთაისში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.
დღეს ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის საერთაშორისო მედიცინის ცენტრში საჯაროდ აიცრა.
აღნიშნულ კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო მედიცინის ცენტრის დირექტორის, პროფესორ კახა ნურალიძის განცხადებით, კლინიკაში ყოველდღიურად მოქალაქეები, ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით იცრებიან.
„აცრა ერთადერთი, უალტერნატივო საშუალებაა, რათა დროულად დავასრულოთ პანდემიასთან ბრძოლა და დავბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში.“-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.