ქუთაისის მერმა იოსებ ხახლეიშვილმა შშმ პირთა იმერეთის ორგანიზაციის „სრულფასოვანი ცხოვრება“, შშმ საქველმოქმედო ასოციაციის „მოწყალება“ და ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლები მიიღო.
აღნიშნული ორგანიზაციის 12 მონაწილე ქუთაისის მერიამ ინტეგრირებულ ტურნირში ასპარეზობისთვის დააფინანსა. ტურნირის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ქალაქის მერს მხარდაჭერისთვის.
„მახარებს, რომ წარმატებით გამოხვედით ტურნირში. ჩვენის მხრივ გპირდებით, რომ თვითმართველობა მსაგვს პროექტებს ყოველთვის დაუჭერს მხარს“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტი „აქტიური ცხოვრება“, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იღებენ მონაწილეობას ბორჯომში გაიმართა, სადაც ინტეგრირებულ ტურნირებში: ჯომარდობაში, ზიპლაინში, პეინტბოლში და მშვილდოსნობაში 200 მდე მონაწილე ასპარეზობდა. მათ შორის 12 ქუთაისელი იყო, რომლებიც გამარჯვებული დაბრუნდნენ და შესაბამისი თასიც მოიპოვეს.