ქუთაისში დასრულდა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-10 საკონსულტაციო ფორუმი.
3 დღის მანძილზე მსურველებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ ონლაინ რეჟიმში მოესმინათ არაერთი საინტერესო მოხსენება , გაცნობოდნენ სხვადასხვა კვლევების შედეგებს და ენახათ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მიერ მომზადებული პრეზენტაციები.
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პრეზენტაცია საქართველოზე რამდენიმე თემით იყო წარმოდგენილი:
ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ ისტორიული თერმული ქალაქების ევროპულ მარშრუტზე ისაუბრა, რომელშიც საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ასევე აქტიურადაა წარმოდგენილი ჩვენი ქვეყანა "ღვინის გზის " მარშრუტში, რაზეც
ემანუელა პანკემ წარმოადგინა პრეზენტაცია,
ვიქტორ სორენსენმა კი ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი გააცნო ფორუმის მონაწილეებს.
ფორუმის მუშაობას წარმართავდნენ
ჟიულიენ ვუილუმერი-ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების თავმჯდომარე, (კულტურის ფედერალური ოფისი, შვეიცარია; ) და
სტეფანო დომინიონი - გაფართოებული წილობრივი შეთანხმების კულტურული მარშრუტების (EPA) აღმასრულებელი მდივანი, ევროპის საბჭო.
ფორუმის მსვლელობისას მოეწყო ქუთაისის საგზაო რუკის პრეზენტაცია.
2022 წლის კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო ფორუმი ჩანიაში (კრეტა, საბერძნეთი.) გაიმართება.