5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში მიღება მოუწყვეს ამაგდარ და წარმატებულ პედაგოგებს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ 6 ამაგდარი და ღვაწლმოსილი პედაგოგი დააჯილდოეს.
შეხვედრას ესწრებოდა იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ლევან კიკნაველიძე.
მედეა კალანდარიშვილს, ეთერ ბალანჩივაძეს, ვალენტინა ჩირგაძეს, ქეთევან ასათიანს, შაზინა ზურაბიანს და როზა დევდარიანს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
„ ვულოცავ ჩვენს პედაგოგებს პროფესიულ დღესასწაულს და ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღეს იმ ამაგდარ მასწავლებლებს შევხვდით, რომლებიც ათწლეულებია მომავალი თაობის აღზრდის რთულ და საპატიო მისიას ასრულებენ. მათი ღვაწლის დაფასება ჩვენი ვალია . მადლობა თითოეულ მასწავლებელს ! დიდხანს და მხნედ ემსახურონ სკოლას და განათლებას! “- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ ორგანიზებული ამაგდარ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება ტრადიციულად , ყოველ წელს იმართება.