ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 80-მდე ქუთაისელ პირველკლასელს, ქართულ-გერმანული ცენტრის, კომპანია „მეიჯერელ საქართველოსა" და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით საჩუქრად სასკოლო ნივთები გადაეცათ.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პირველკლასელებს .
„ 80-მდე პირველკლასელს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, სასკოლო ჩანთები და ნივთები გადავეცით საჩუქრად.
მადლობა მინდა ვუთხრა ამ იდეის ავტორებს - ქართულ-გერმანულ ცენტრსა და კომპანია „მეიჯერელ საქართველოს“ , რომლებმაც უკვე ტრადიციად აქციეს პირველკლასელთა დასაჩუქრება.
წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ ყველას!“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.