ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა 26 მაისის და ნიკეას ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები დაათვალიერა.
26 მაისის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა, ეწყობა მწვანე საფარი. სამუშოების ღირებულება 390 ათასი ლარია, რომელსაც შპს „ჯორჯიან სტოუნი“. ასრულებს. პროექტი მოიცავდა დეკორატიული ბეტონის ფილებით ტროტუარების მოპირკეთებას.
ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევის #13-თან მიმდინარეობს სკვერის მოწყობა.
შპს „არადანი“ 187 ათსსი ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს. სამუშაოები მოიცავს: საფეხმავლო ბილიკებს, ძელსკამებს, გარეგანათებას, გამწვანებას და ატრაქციონებსის დამონტაჟებას.
,,დღევანდელი მოცემულობით, ქალაქში 15 -მდე სხვადასხვა მასშტაბის ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენ ეს დღეებია ვხვდებით სამუშაოების მწარმოებლებს და ადგილზე ვნახულობთ, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები.
წლის დასაწყისამდე რამდენიმე ახალი ობიექტის მშენებლობა დაიწყება, მათ შორის მნიშვნელოვანი საგზაო მაგისტრალების. ის პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებულია, აუცილებლად დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე.
ახლადდაწყებული პროექტები იქნება გარდამავალი.
ბევრი მათგანი ევროკავშირის საგრანტო კონკურსების ფარგლებში იქნება დაფინანსებული, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურის და ზოგადად , იერსახის გაუმჯობესებას.
აღნიშნული პროექტები აუცილებლად განხორციელდება სტანდარტების შესაბამისად - ხარისხიანად და დათქმულ ვადაში.“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.