ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მოინახულა.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. სამუშაოებს კომპანია „ბრიტანია ქონსთრაშენი“ აწარმოებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ობიექტის გამაგრებას, სრულიად მოპირკეთებას, გამწვანებას, განათებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას გულისხმობს.
„ასსაფეხურიანი კიბე ქუთაისელების საყვარელი ადგილია. ნამდვილად საჭიროებდა ეს პროექტი განხორციელებას და მიხარია, რომ მოხერხდა დაფინანსება. შესაბამისად, პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.