ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა
ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს მომდევნო წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჭეიშვილი უძღვებოდა.
1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებების შესახებ.
2.საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტე კონკურსზე წარსადგენი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურის განვითარების 2020-2022 წლების საპროექტო იდეების/წინადადებების მოწონების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 ივნისის N395 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2021-2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის N347 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რამაზ შენგელიას ეროვნული სტადიონისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს N437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.