ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი უფლებამოსილების მეორე ვადით მუშაობას შეუდგა.
პირველ სამუშაო დღეს ქალაქის მერი შეხვდა მერიის სამსახურებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც უახლოესი სამუშაო დღეების გეგმა, ასევე ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვადასხვა სფეროებში მოქმედი პროგრამები.
" დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ,უკვე მეორე ვადით, ქუთაისის მერის პოზიციაზე ჩემი უფლებამოსილების შესრულებას. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას მხარდაჭერისთვის. დღესვე, სამუშაო შეხვედრა მქონდა ჩვენს თანამშრომლებთან.
ეს არის გუნდი, რომელთან ერთადაც უნდა ვიმუშაო და ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქუთაისი იყოს წარმატებული და გამორჩეული მუნიციპალიტეტი. ჩემი საარჩევნო ვადის 4 წელი სწორედ ამ პრინციპით იქნება განსაზღვრული"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.