ქუთაისის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვას გამართავს
24 ნოემბერს, 14:00 სთ- ზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქუთაისის 2022წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვას გამართავს.
ბიუჯეტის განხილვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბიბლიოთეკო კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება.
სხდომაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, COVID-19 პანდემიის ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დაცვით.