ქუთაისის სპორტის სასახლეში აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა. ტურნირი ტრადიციულია და ქუთაისი უკვე მეათედ მასპინძლობს ახალგაზრდა მოკრივეებს.
შეჯიბრში მონაწილეობენ საქართველოს, თურქეთისა და სომხეთის გუნდები.
ტურნირს გახსნას დაესწრო ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი.
„ ჩვენი ქალაქი მეათედ მასპინძლობს აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს. ტრაგიკულად დაღუპული, წარმატებული ქუთაისელი მოკრივის აკაკი კაკაურიძის სახელის პატივგებაც ხდება ამ ტურნირით და ასევე , კარგი ასპარეზია ახალგაზრდა მოკრივეების წარმოსაჩენად.
წარმატებას ვუსურვებ ტურნირის ყველა მონაწილეს!“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
წელს ტურნირი 2004-2005 წლებში დაბადებულ მოზარდებს შორის ტარდება.