ქუთაისში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მასშტაბურია და მასზე ერთი მილიონ 300 ათასი ლარი იხარჯება. ქუჩაზე მთლიანად განახლდება ასფალტის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, რომელიც დახურული ტიპის იქნება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „გზამშენი 21“ ასრულებს.
დადგენილი ვადების მიხედვით, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის სრული რეაბილიტაცია მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.