ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან სანიკიძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს:
1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2021-2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის N347 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტე კონკურსზე წარსადგენი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურის განვითარების 2020-2022 წლების საპროექტო იდეების/წინადადებების მოწონების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 ივნისის N395 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე