ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულომ რიგგარეშე პირველი სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
საკრებულოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუჩერდა სტრატეგია აღმაშენებლის წევრს დავით აბულაძეს.
ცვლილება მოხდა 2021-2024 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციებელ იმ პროექტებში, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, უნდა დაფინანსდე.
ცვლილებაა საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტე კონკურსზე წარსადგენ პროექტებში.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, ერთი თვის ვადით გადაეცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "პანორამა ქუთაისს"