ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, KIU-ს რექტორი ალექსანდრე თევზაძე, ფონდ „ქართუს „ წარმომადგენლები ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს შეხვდნენ და ტურნირის შესახებ ისაუბრეს.
„წელს ქუთაისში კიდევ ერთი, მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება. ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი, რომელსაც ჩვენი ქალაქი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს, პრესტიჟული ფორუმია და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ქუთაისი შეირჩა მასპინძელ ქალაქად. ეს არის კიდევ ერთი კარგი შანსი ქუთაისის პოპულარიზაციისთვის. პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი იქნება ერთ-ერთი პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისში უცხოელი ვიზიტორების ჩამოსვლას და ჩვენი ქალაქის შესაძლებლობების წარმოჩენას“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი ქუთაისში 2021 წლის ივლისში ჩატარდება. #ქუთაისი2021 #KIU ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი / Kutaisi International University