დღეს იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული, 3 პროექტის განხორციელებას მოეწერა ხელი.
პროექტის ფარგლებში ქუთაისის ხელვაჩაურის და ახალგორის (ფრეზეთის, წეროვანისა და წილკანის დევნილთა დასახლებები) მუნიციპალიტეტებისთვის მძიმე ტექნიკას შეიძენენ.
ტექნიკის დახმარებით, გაძლიერდება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფექტურად დაძლევისთვის. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს გაუმჯობესებულ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ სერვისებს, როგორებიცაა, გზების, კანალიზაციის, სასმელი და სანიაღვრე წყლის სისტემები.
საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება.