ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და მეტი სპორტული სივრცის მოწყობა ქალაქში. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა,“-განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა. ქალაქის მერი დღეს კახიანოურსა და ვაკისუბანში იმყოფებოდა სადაც 2 ახალი მინი სტადიონი აშენდა. ორივე მოედანზე ხელოვნური საფარია მოწყობილი და აღჭურვილია, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთისთვისთვის საჭირო ინვენტარით.
,,ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა არის უმნიშვნელოვანესი თემა ჩვენთვის და ახალგაზრდობისთვის. ამიტომ ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება მეტი ახალი სტადიონი გვქონდეს ქალაქში. დღეს 2 მათგანი მოვინახულეთ. ბავშვებს განსაკუთრებულად უხარიათ. ეს იქნება შეხვედრების, სპორტული ღონისძიებების ადგილი და შევეცდებით, რომ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოვაწყოთ ახალი სტადიონი. ბევრი ასეთი ადგილი, რაც ჩვენს ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტად დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით,“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
თამარ მეფის 105, კ. გამსახურდიას ქუჩის მე-3 შესახვევში და სულხან საბას 105 ნომერში ხელოვნურ საფარიანი მინი სტადიონები მოეწყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,შპს თეგიკა უნივერსალმა“ ჩაატარა.