15 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია „Wizz Air“ მიერ ახალი ფრენები იწყება აბუ-დაბის მიმართულებით.
არაბთა გაერთიანებული საამირო საქართველოსთვის სტრატეგიული და ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი პერსპექტიული პარტნიორია. ამიტომ, ტურისტების მოზიდვის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აეროპორტების გაერთიანების მიერ აბუდაბიში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ქუთაისიდან თვითმმართველობისა და DMO იმერეთის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ელჩმა აბუ-დაბიში პაატა კალანდაძემ გახსნა, ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის იმერეთისა და ქუთაისის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს ვიცე-მერმა ირაკლი ქარქაშაძემ, ტურიზმის ადმინისტრაციისა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა.