ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ მ. ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის, ქალაქის N 1,N2,N3,N4 სამუსიკო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო პროგრამის სტუდენტები.
,,ძალიან სასიამოვნო კონცერტი გაიმართა დღეს ქუთაისის ოპერის თეატრში. კონცერტში მონაწილეობდნენ ჩვენი ქალაქის სამუსიკო სკოლების და სასწავლებლის მოსწავლეები და პედაგოგები. ქუთაისის მერიამ ცოტა ხნის წინ ქალაქისთვის შეიძინა ახალი, თანამედროვე როიალი, რომელთანაც წარმოგვიდგინეს ახალგაზრდა მუსიკოსებმა თავიანთი შესაძლებლობები.
დღეს ასევე ვისაუბრეთ სახელოვნებო სფეროსთან დაკავშირებულ ჩვენს გეგმებზეც. მათ შორის, ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის და ოპერის თეატრის რეაბილიტაციაზე, იმ მუსიკალურ ფესტივალებზე, რომლებიც 2022 წელს გვაქვს დაგეგმილი“.- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
კონცერტი კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა.