ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტს ქუთაისის საკრებულო კომისიურ ფორმატში განიხილავს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო კომისიურ ფორმატში განიხილავს.
ბიუჯეტის კომისიური განხილვის ფორმატში ჩართული იქნებიან, როგორც აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლები, აგრეთვე ქუთაისის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირები და მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციარები. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 2022 წლის ბიუჯეტის კომისიური განხილვის ეტაპზე მზად არის, ჩართოს ყველა დაინტერესებული მხარე, გააცნოს მოქალაქეებს 2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და მიიღოს უკუკავშირი. კომისიების სხდომები გაიმართება საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მოქალაქეებისთვის ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით კომისიების სხდომები გაშუქდება საკრებულოს Facebook გვერდზე.
1.21.12.2021, 12:00საათი -კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისია
2.22.12.2021, 12:00 საათი -ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისია
3. 23.12.2021, 12:00 საათი -იურიდიულ საკითხთა კომისია
4. 24.12.2021, 12:00 საათი -ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია
5. 27.12.2021, 12:00 საათი -საფინანსო საბიუჯეტო კომისია