საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილეს
ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილეს.
პროექტის თანახმად ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 29 მილიონით გაიზარდა და 89 მილიონ 876 ათას ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პარამეტრები მიმართულია ქალაქის განვითარებაზე და იმ საჭიროებების მოგვარებაზე, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
მომდევნო წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად განისაძღვრა:
1 ინფრასტრუქტურა
2 დასუფთავება და გარემოს დაცვა
3 განათლება
4 კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
5 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
6 ეკონომიკა
7 მმართველობა
დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს ის ცვლილებები რომლის მიხედვითაც მუხლობრივი ფინანსური ზრდა იგეგმება.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომას, კომისიის თავმჯდომარე, ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა.