ქუთაისში 2021 წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დაჯილდოვდნენ
დღეს ქუთაისში 2021 წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მარეხი ნიჟარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ
წლის საუკეთესოთა წოდება მიენიჭათ:
წლის საუკეთესო სპორტული სკოლა - ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების, ომარ ფხაკაძის სახ. N12 კომპლექსური სპორტული სკოლა;
წლის საუკეთესო სპორტული კლუბი- სარაგბო კლუბი წლის ახალგაზრდა სპორტსმენი-საბა ინანეიშვილი (ძიუდო)
წლის საუკეთესო სპორტსმენი- თამაზი გოჩელაშვილი (შოტოკან კარატე დო)
წლის საუკეთესო სპორტსმენი- ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი --ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი)
წლის მწვრთნელი - მალხაზ ლომთაძე (ძალოსნობა)
2021 წლის სპორტსმენი კი გახდა შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ).
ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების და ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ იქნა ორგანიზებული.