ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულომ, რიგით მეორე სხდომაზე ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი 89 მილიონ 876 ათას ლარი დაამტკიცა.
საკრებულოს სხდომას თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდა ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი და სამსახურის უფროსები, რომლებმაც დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტი კიდევ ერთხელ წარუდგინეს.
ქუთაისის 2022 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტად მოსახლეობაზე ორიენტირებული პროექტები განისაზღვრა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით წელს დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით გაიზრდება.
1 ინფრასტრუქტურა
2 დასუფთავება და გარემოს დაცვა
3 განათლება
4 კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
5 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
6 ეკონომიკა
7 მმართველობა
ამ მიმართულებით მოხდება ახალი ქვეპროგრამების განხორციელება სამიზნე ჯგუფებზე მიმართული პროექტების დაფინანსება.
ბიუჯეტის დამტკიცებამდე საკრებულოს მიერ, დამუშავდა კომისიურ ფორმატში, მომზადდა შენიშვნები და მოეწყო საჯარო განხილვა.