ქუთაისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა მოეწყო. შობის მახარობელმა ბავშვებმა და სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩებში საშობაო სიმღერით ჩაიარეს.
"ალილოს" შეუერთდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნუგბარი გადასცეს შობის მახარობლებს.
საშობაო მსვლელობის დროს შეგროვებული ნობათი სხვადასხვა დღის ცენტრებში დარიგდება.