ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანები ერთად შეხვდნენ 2022 წელს.
გაიმართა საახალწლო გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: "ჩვენი კვარტეტი" , ინდირა ჯგერნაია , ქეთი თურქაძე, მიმი ჯავახიშვილი , ელეონორა გოგოლაშვილი, გიორგი ფრუიძე, დუეტი „ლეონი“, პაჯო , ოჩოს ქოხი, gaga frani , dj kura , dj somali.
თანაქალაქელებს ახალი წლის დადგომა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ მიულოცეს.
ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.