ქუთაისში ქრისტეშობის დღესასწაული ქალაქის ცენტრში გამართული საშობაო ღონისძიებებით აღინიშნა .
სიმბოლურ საშობაო ბაზრობას და კაფე- რესტორნების მიერ დღესასწაულის მონაწილეების გამასპინძლების ტრადიციას ქუთაისში რამდენიმე წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.
საშობაო საღამოში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.
" გილოცავთ ქრისტეშობას- უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს! ეს დღე ყველას ერთნაირად გვიყვარს და გვახარებს. სასიამოვნო და ლამაზი საღამო ვაჩუქეთ დღეს ქუთაისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს. ქუთაისის ძველ უბნებში ჟღერდა ტრადიციული "ალილო" , საშობაო მელოდიები, სადღესასწაულო ნუგბარით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს.
სიმშვიდე , სიკეთე და სიხარული მოეტანოს შობის დღესასწაულს ჩვენთვის! "- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საშობაო ღონისძიებები "DMO იმერეთის " ორგანიზებით გაიმართა.