ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ საახალწლო დღესასწაული მიულოცეს იმ ორგანიზაციებს, რომელთა თანამშრომლები ახალი წლის ღამეს სამუშაო ადგილებზე ხვდებიან, მოქალაქეთა სიმშვიდის, ჯანმრთელობის და წესრიგის სადარაჯოზე.
ქალაქის მერი და იმერეთის გუბერნატორი შსს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს, იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოს, იმერეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს და ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ესტუმრნენ.
„ გილოცავთ ახალ 2022 წელს!
მადლობა მინდა გითხრათ იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რასაც მთელი წლის მანძილზე, უწყვეტ რეჟიმში ეწეოდით ქუთაისში და ქუთაისელებისთვის. ახლაც აქ, სამუშაო ადგილებზე ხართ . ამიტომაც, ტრადიციულად, გესტუმრეთ, რათა პირადად მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი.
მშვიდობა, ჯანმრთელობა, სიკეთე და სიხარული იყოს თქვენთან, თქვენს ოჯახებსა და თქვენს სამსახურებში! „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.