საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა 2022 წლის სამუშაო გეგმა-გრაფიკი განიხილეს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ 2022 წლის სამუშაო გრაფიკი განიხილა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, მამუკა რიჟამაძე უძღვებოდა.
კომისისიის სხდომას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, ზაზა ლომინაძე ესწრებოდა. დეპუტატმა ქუთაისში მოქმედი სოციალური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის მხრიდან თვითმართველობის განხორციელების პროცეში, მათ შორის, საკრებულოს კომისიურ საქმიანობაში მონაწილეობა, პრეცენდეტულია და ვფიქრობ, თანამშრომლობის მსგავსი ფორმატი გაზრდის სახელისუფლება შტოებს შორის კორდინაციის ხარისხს. - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.