ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების შესახებ იმსჯელეს. სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა და მას კომისიის თავმჯდომარე, თეა ჯუღელი უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი კვოტების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრების წარდგენის განხილვის შესახებ.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ.
3.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თ ა ო ბ ა ზ ე.
5.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N17 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თ ა ო ბ ა ზ ე.
6.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N19 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თ ა ო ბ ა ზ ე.
7.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის, საქმეთა და სპორტის კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N18 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თ ა ო ბ ა ზ ე.
8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ.
9. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პარკინგსერვისის მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა ანგარიშგების წესების, საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ.