ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-3 სხდომა გამართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 17 საკითხი დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდა ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები. საკრებულოს გადაწყვეტილებით: დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს. ცვლილების თანახმად განაწილდა ქუთაისის ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე, წლის ბოლოს დარჩენილი ნაშთი და ბიუჯეტში ასევე აისახა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხები. ცვლილების შედეგად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი ასიგნება ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით შეადგენს 106063,3 ათას ლარს. ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ორგანოს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ფაქტების ვიდეოფირზე და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, უფლება მიენიჭა, შეადგინოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. შეიცვალა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პარკინგსერვისის მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა ანგარიშგების წესები. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შემდეგ, ძალადაკარგულად გამოცხადდა საკრებულოს 2021 წლის სამუშაო გეგმა. დამტკიცდა ქუთაისის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. ცვლილება განხორციელდა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის, კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების შემადგენლობებში. საკრებულოს გადაწყვეტილებით მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული თეატრს მართვის უფლებით სარგებლობაში გადაეცემა, ნახევრად საკონცერტო როიალი. დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს მუნიციპალური ქონების იჯარის წესით გადაცემის თაობაზე. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საქველმოქმედო საზოგადოება ქუთაისელს პირდაპირი განკარგვის წესით, უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაეცა ქუთაისში, თამარ მეფის N15 -ში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება. მოქალაქე ბორის ჯამბურიძეს 5 წლის ვადით გაუგრძელდა საიჯარო ხელშეკრულება. მოქალაქე გრიგოლ წერეთელს, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3კვ/მ უძრავი ქონება. მოქალაქე თალიკო გურეშიძეს იჯარის ფორმით, 5 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 506,0 კვ/მ უძრავი ქონება. საკრებულოს ფრაქციაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაბა" მოხდა შიდა ცვლილება