ქუთაისში, გარე ვაჭრობის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, საგანგებო ღონისძიებები ტარდება. მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჭავჭავაძის გამზირზე, მკაცრი მონიტორინგი დაიწყეს.
ააიპ"სპეც სერვისების" თანამშრომლებმა დაასუფთავეს ჭავჭავაძის გამზირის ორივე მხარე და გარევაჭრობასთან დაკავშირებული ინვენტარისგან გაწმინდეს.
იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრეები კვლავ შეეცდებიან ტროტუარებზე ვაჭრობის გამართვას, მათ დაუწესდებათ საჯარიმო სანქციები.
გარევაჭრობაში ჩართულ მოქალაქეებს ორი თვის წინ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ 15 იანვრიდან სრულიად აიკრძალებოდა აღნიშნული პროცესი.
ამასთან , ადგილობრივი ბაზრებისა და ბაზრობების დირექციებმა მათ სპეციალური საშეღავათო წინადადებები შესთავაზეს. შესაბამისად, თანხმობის შემთხვევაში, სამსახურის გარეშე არავინ დარჩება.