ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურების და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან. თათბირს ესწრებოდნენ ქალაქის მერის მოადგილეები.
შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილ ვითარებასა და უამინდობით გამოწვეული შეფერხებების უწყვეტ რეჟიმში აღმოფხვრის თაობაზე.
„მაქსიმალურადაა მობილიზებული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილია შესაბამისი სამსახურები, არის აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან,“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
თათბირზე ისაუბრეს საბინაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ და ქალაქში მიმდინარე სხვა პროექტების შესახებაც.