ქუთაისში, ქალაქის მერიის, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის და კინოთეატრ " საქართველოს" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მთელი წლის მანძილზე, ყოველი თვის ბოლო შაბათს, გაიმართება თანამედროვე ქართველი რეჟისორების ფილმების საპრემიერო ჩვენება.
კინოსეანსებზე დასასწრები ბილეთების ღირებულებაა 2 ლარი.