ქუთაისში,, ცენტრალურ მოედანზე მდებარე სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი შენობა მალე ახალ ფუნქციას და შესაბამისად, განახლებულ იერ-სახეს შეიძენს.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობაში განთავსდება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, აპრილის თვიდან დაიწყება სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროცესი.
მუზეუმის შენობის განახლება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.