ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურების, ა(ა)იპების და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ესწრებოდა ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი.
თათბირზე განხილული იქნა ქალაქში მიმდინარე პროცესები. მერმა მიიღო დეტალური ინფორმაცია კონკრეტული პროექტების მიმდინარეობაზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ ცალკეულ პრობლემებზე, ისაუბრეს ხარვეზების დროულად და ეფექტურად მოგვარების შესახებ.
დავალებები მიიღეს შესაბამისმა სამსახურებმა, დაიგეგმა ახალი სამუშაო კვირის დღის წესრიგი.